წესები და პირობები

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს  “ვიჰოსტ იქს პი“-ს (შემდგომში „კომპანია“) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენს მიერ ვებ-გვერდისა და კომპანიის შესაბამისი მომსახურების გამოყენებას.

კომპანია მომხმარებელს ვებ-გვერდის Wepick.ge  საშუალებით სთავაზობს ტურების ყიდვის შესაძლებლობას წინამდებარე წესებით და პირობებით განსაზღვრული პირობებით.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ კომპანიის მომსახურების გამოყენებას, რომელზე თანხმობითაც ადასტურებთ და სრულად ეთანხმებით მითითებულ ყველა დანაწესს.

კომპანია უფლებამოსილია შეცვალოს წინამდებარე წესებისა და პირობების ნებისმიერი პუნქტი, ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით.

კომპანია მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას ითხოვს საჭიროებიდან გამომდინარე, იმ მოცულობით რაც საჭიროა ეფექტური მომსახურების გასაწევად და ზრუნავს მის უსაფრთხოებასა და გაუმჟღავნებლობაზე.

წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

ტერმინთა გარმანტება:

  • წინამდებარე წესებში და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
    • ვებ-გვერდი – ნიშნავს კომპანიის კუთვნილ/სარგებლობაში არსებულ ვებ-გვერდს ge რომლის საშუალებით მომხმარებელი ჯავშნის და ყიდულობს ტურებს.
    • პირადი ანგარიში – ნიშნავს მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ ანგარიშს.
    • ავტორიზაცია – ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წინამდებარე წესებით და პირობებით განსაზღვრულ წვდომას.
    • ტური/ტურები – ნიშნავს კომპანიის მიერ გაწეულ შესაბამის მომსახურებას.
    • კომპანია – ნიშნავს შპს “ვიჰოსტ იქს პი“-ს (ს/კ 405324304) იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ვაკის რაიონი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, კვარტალი VII, კორპ. №14, ბინა №
    • მომხმარებელი – ნიშნავს ვებ-გვერდზე დარეგისტრირებულ და ამავე ვებ-გვერდზე განთავსებული ტურების შემსყიდველ პირს და მასთან ერთად ამავე ტურით მოგზაურ, თანხმლებ პირებს.
    • ხელშეკრულება – ნიშნავს კომპანიის ვებგვერდზე მომხმარებლის მიერ კონკრეტული ტურის ელექტრონულად შერჩევის (მისი დასაწყისისა და დასრულების დროის, მომხმარებელთა რაოდენობის და ტურის არჩევის ელექტრონულად მითითებით), წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით (რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ტოლფასია) და შერჩეული ტურის ღირებულების გადახდის ერთობლიობას.
    • ტურის შესყიდვა – ნიშნავს კომპანიის ვებ-გვერდზე ელექტრონულად განთავსებული ტურ(ებ)ის შერჩევის, წესებსა და პირობებზე ელექტრონულად დადასტურების (აღნიშვნით)  შემდეგ შერჩეული ტურის შესაბამისი ღირებულების  კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვას/ასახვას.
    • მხარეები – ნიშნავს კომპანიასა და მომხმარებელს.
    • მესამე პირი – ნიშნავს ნებისმიერ პირს გარდა კომპანიისა და მომხმარებლისა.

განცხადებები და გარანტიები

  • წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს და ეთანხმება, რომ:
    • მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
    • გაეცნო წინამდებარე „წესებს და პირობებს“ და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
    • მის მიერ წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია/მასალა არის ზუსტი;
    • არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არც ერთი იურისდიქციის კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში;
    • პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
    • იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს წინამდებარე წესებით და პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;
  • კომპანია არ არის პასუხისმგებელი:
    • მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსზე;
    • მომხმარებლის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით ან შეუსრულებლობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე;
    • მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაციის სიზუსტეზე და ასეთი უზუსტობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე;
    • მომხმარებლის მიერ მესამე პირებისთვის მიყენებულ ზიანზე;
    • ვებ-გვერდზე პრობლემის/შეფერხების გამო დამდგარ შედეგზე;
  • კომპანია თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მომხმარებლის ნებისმიერ ქმედებას, მომხმარებლის მიერ ხელშეკრულების, მათ შორის ამ წესებისა და პირობების დარღვევას, მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შეუსაბამობას და ა.შ.

პირადი ანგარიშის გახსნა და ავტორიზაცია

  • კომპანიის მომსახურებებით სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია ამ წესებისა და პირობების შესაბამისად. რეგისტრაციის პროცესში მომხმარებელი ვალდებულია განაცხადოს თანხმობა წინამდებარე წესებსა და პირობებზე. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მომხმარებელი უფლებამოსილია ისარგებლოს ვებგვერდზე ან/და კომპანიის მიერ შემოთავაზებული მომსახურებით.
  • მომხმარებელი ვალდებულია უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის წვდომის კოდები და არ გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს.
  • მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე.
  • მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე.
  • პირადი ანგარიშის გახსნის პროცესში მომხმარებელი ქმნის სახელს, პაროლს, უთითებს ტელეფონის ნომერს, პირად ან/და პასპორტის ნომერს, ელ-ფოსტის მისამართს.
  • პირადი ანგარიშის რეგისტრაციის შემდეგ, სახელისა და პაროლის გამოყენებით მომხმარებელი გადის ავტორიზაციას.

ტურის შერჩევა, დაჯავშნა და შესყიდვა

  • ავტორიზაციის შემდეგ მომხმარებელი ვებ-გვერდის საშუალებით არჩევს განთავსებულ ტურს.
  • მომხმარებლის მიერ შესაბამისი ტურის არჩევის შემდეგ, ვებ-გვერდზე არსებული კალენდარის მეშვეობით მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველ დროს ტურისთვის და აკეთებს ჯავშანს.
  • ჯავშნის გაკეთების შემდეგ 1 (ერთი) დღის ვადაში მომხმარებელი იღებს დასტურს ან/და უარყოფას ტურის შესახებ.
  • ჯავშნის დასტურის შემთხვევაში მომხმარებელი ღილაკზე დაჭერით გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე.
  • მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, მისი კუთვნილი ანგარიშებიდან მოხდეს კომპანიის კუთვნილი მომსახურების საფასურის ჩამოჭრა.
  • მომხმარებელი უფლებამოსილია ტურის დაწყებამდე მინიმუმ 2 (ორი) სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს კომპანიას და მოითხოვოს შესყიდულ ტურში მის ნაცვლად მესამე პირის მონაწილეობა. კომპანია უფლებამოსილია უარი განაცხადოს მესამე პირის მონაწილეობაზე თუ მესამე პირი არ აკმაყოფილებს ტურისთვის აუცილებელ პირობებს და არ წარმოადგენს წინამდებარე წესებსა და პირობებში მოცემულ ყველა დოკუმენტს. კომპანია უფლებამოსილია მოთხოვოს მომხმარებელს იმ დამატებითი ხარჯების ანაზღაურება, რაც შეიძლება გამოიწვიოს მესამე პირის მონაწილეობამ ტურში. აღნიშნული შემთხვევის დროს მესამე პირზე ვრცელდება წინამდებარე წესებისა და პირობებით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა და პირობა.

ტურის გაუქმების და ცვლილებების წესი

  • მომხმარებელი უფლებამოსილია გააუქმოს ტურის ჯავშანი დაჯავშნიდან 2 (ორი) საათის განმავლობაში.
  • კომპანიის მიერ ჯავშნის დადასტურების შემდეგ მომხმარებლის მხრიდან ტურის გაუქმების შემთხვევაში, მოქმედებს შემდეგი წესები:
    • იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი გააუქმებს შესყიდულ ტურს, ტურის დაწყებამდე 14 ან მეტი დღით ადრე, მომხმარებელს დაუბრუნდება გადახდილი თანხის  80 %.
    • იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი გააუქმებს შესყიდულ ტურს, ტურის დაწყებამდე 7 დან 14 დღის განმავლობაში, მომხმარებელს დაუბრუნდება გადახდილი თანხის 50 %.
    • იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი გააუქმებს შესყიდულ ტურს, ტურის დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში, მას გადახდილი ღირებულება არ აუნაზღაურდება.
  • მომხმარებლის მიერ ტურის ფასის გადახდის შემდეგ, კომპანიის მხრიდან ტურის გაუქმების შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია დაუბრუნოს მომხმარებელს გადახდილი სრული თანხა, გაუქმებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში.

ანგარიშსწორების წესი

  • მომხმარებელს შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს საკრედიტო ბარათით ან/და კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით.
  • კომპანიის საბანკო ანგარიში: GE31TB7615136120100002

მხარეთა უფლება-მოვალეობები

  • მომხმარებელი ვალდებულია:
    • შეასრულოს წინამდებარე წესებისა და პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებები სრულად და ჯეროვნად.
    • გადაიხადოს ტურის ღირებულება.
    • დროულად გამოცხადდეს ტურის დაწყების/განხორციელების ადგილას და წარმოადგინოს ვინაობის დამდგენი დოკუმენტი (პირადობა, პასპორტი).
    • დაიცვას ტურის საინფორმაციო ველში მითითებული ან კომპანიის მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციით გათვალისწინებული პირობები.
  • კომპანია ვალდებულია:
    • შეასრულოს წინამდებარე წესებისა და პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებები სრულად და ჯეროვნად.
    • გაუწიოს მომხმარებელს მომსახურება, მომხმარებლის მიერ შესყიდული ტურის შესაბამისად.
    • დროულად შეატყობინოს მომხმარებელს ინფორმაცია ტურის ორგანიზებაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ.
  • კომპანია უფლებამოსილია:
    • გააერთიანოს მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფები ერთი ტურის ფარგლებში.
  • მხარეები თანხმდებიან, რომ კომპანია უფლებამოსილია ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულების შემდგომ, გაუგზავნოს მომხმარებელს სიახლეები და შეთავაზებები კომპანიის შესახებ, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ურთიერთობის შედეგად მიღებულ მომხმარებლის საკონომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, ხოლო მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული შეტყობინებების მიღებაზე.
  • კომპანია არ აგებს პასუხს ვებგვერდის ფუნქციონირების დროებით შეწყვეტის ან შეფერხების გამო, თუმცა იღებს ყველანაირ ზომას ასეთი შეფერხებების თავიდან ასაცილებლად.
  • იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი არ ისარგებლებს შესყიდული ტურით (ნებისმიერი მიზეზით) მის მიერ გადახდილი თანხა არ ანაზღაურდება და რჩება კომპანიაში.

კომპანიის პასუხისმგებლობის გამორიცხვა

  • კომპანია პასუხს არ აგებს:
    • ტურის განმავლობაში მომხმარებლის პირადი ნივთების დაკარგვის ან/და დაზიანებისთვის.
    • მომხმარებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე.
    • მესამე პირთა მიერ/მიმართ მიყენებული ზიანისთვის.

მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი

  • წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  • მხარეთა შორის წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა დავა და უთანხმოება გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. მოლაპარაკების წარუმატებლად განხორციელების შემთხვევაში დავას განიხილავს საქართველოს სასამართლო.

ფორს-მაჟორი

  • მხარეები თავისუფლდებიან წინამდებარე წესებისა და პირობებისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებელი ან არაჯეროვანი შესრულებისთვის, თუ ეს გამოწვეულია ფორსმაჟორული გარემობებით.
  • წინამდებარე წესებისა და პირობებისა და ხელშეკრულების მიზნებისთვის, ფორსმაჟორულ გარემოებად ითვლება ნებისმიერი გარემოება ან მოვლენა, რომელიც სცდება მხარეთა კონტროლის ფარგლებს და რომლის დადგომაც ხელშეკრულებითა და წესებისა და პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას ხდის შეუძლებელს.
  • ფორსმაჟორული გარემოება მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: ხანძრით, წყალდიდობით, ომით, გაფიცვებით, პარტიზანული ან ტერორისტული მოქმედებებით, სამოქალაქო არეულობით, პანდემიით, საბოტაჟით და სხვა სახის წარმოების შეფერხებით, სამხედრო ბლოკადით, აჯანყებით, მიწისძვრებით, ზვავებით ან სხვა მსგავსი მოვლენით, რომელიც არ ექვემდებარება მხარის კონტროლს.
  • მხარე რომელიც მოქმედებს ფორსმაჟორულ მდგომარეობაში, ვალდებულია მეორე მხარეს წერილობით შეატყობინოს 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში ფორსმაჟორული მდგომარეობის დაწყების, სავარაუდო ხანგრძლივობისა და მისი დასრულების შესახებ.
  • ფორსმაჟორული გარემოებების არსებობის შემთხვევაში მხარეები ვალდებულნი არიან მიიღონ ყველა სათანადო ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ფორსმაჟორული გარემოებებიდან გამოწვეული უარყოფითი შედეგები.

დასკვნითი დებულებები

  • თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე.