ჩვენ შესახებ

Wepick საქართველოში არსებულ საუკეთესო თავგადასავლებთან გაკავშირებს.

თუ თავისუფალი დროის გასატარებლად საინტერესო იდეებს ეძებ ან ახალი ჰობის აღმოჩენა გსურს, ჩვენს პლატფორმაზე შენთვის სასურველ ნებისმიერი ტიპის გამოცდილებას იპოვი. Wepick-თან ერთად შეხვდები ახალ ადამიანებს, გახდები უნიკალური ისტორიების ნაწილი და, რაც მთავარია, შეაგროვებ დაუვიწყარ მოგონებებს, რადგან გვჯერა, რომ ჩვენი ბედნიერების დიდ ნაწილს სწორედ ასეთი განსაკუთრებული მომენტები განსაზღვრავს.
 

Wepick-ის დახმარებით, არა მხოლოდ შენზე მორგებული გამოცდილების პოვნა, არამედ მათი სხვებისთვის შეთავაზებაც შეგიძლია. გაუზიარე იდეა თავგადასავლების მაძიებელ ადამიანებს და შემოგვიერთდი – ერთად შევქმნათ მორიგი უნიკალური გამოცდილება.