თავგადასავლის შესახებ
Მოემზადე 8 დღიანი თავგადასავლისთვის ბახმაროს დათოვლილ მთებში სასრიალოდ!
დღე 1
Შეხვედრა თბილისში, ტრანსფერი ბახმარომდე. Მიკროავტობუსით ვივლით სოფელ ჩხაკოურამდე (თბილისიდან მანძილი 325 კმ). სოფელ ჩხაკოურადან გავაგრძელებთ გზას snowcat-ის მეშვეობით ბახმარობმდე (1 საათის სავალი) და განვთავსდებით კოტეჯში.
დღე 2-7
თავისუფალი სრიალის დღეები. ვისრიალებთ დილიდან საღამომდე. დღეში Საშუალოდ 8-12 დაშვება (3500-5000 ვერტიკალური მეტრი). ვისრიალებთ ყოველდღე ნებისმიერ ამინდში. Ნისლიანი ამინდის შემთხვევაში ვისრიალებთ ტყეში, სადაც ლანდშაფტის ხილვადობა იდეალურია. ლანჩისთვის არ ვბრუნდებით კოტეჯში, რადგან თან ვიქონიებთ თერმოსებით (წვნიანი, სენდვიჩი, შოკოლადი, წყალი, ჩაი და ა.შ.) როგორც წესი, ყოველდღე სხვადასხვა ლოკაციიდან დავეშვებით, თუმცა, ეს რა თქმა უნდა დამოკიდებულია ამინდსა და თოვლის მდგომარეობაზე ბახმაროში. Რადგან ბახმარო ველური ბუნებით გამოირჩევა, ამიტომ დავეშვებით ისეთ გაუკვალავ ადგილებში, სადაც მანამდე არავინ დაშვებულა - ეს არის ჩვენი ტურის ყველაზე სახალისო ნაწილიც! Მე-7 დღეს კი სრიალს დავასრულებთ, დაახლოებით 15:00 საათზე და დავბრუნდებით თბილისში .
ღირებულებაში შედის:
* ტურის განმავლობაში განხორციელებული ყველა ტრანსფერი (მიკროავტობუსი, snowcat)
* 6 დღიანი თავისუფალი სრიალი ბახმაროში
* IFMGA/GMGA სერტიფიცირებული გიდის მეთვალყურეობა
* 6 ღამე კოტეჯში, ბახმაროში
* საუზმე, სადილი, ვახშამი. (Პირველ დღეს მხოლოდ ვახშამი, ხოლო მე-8 დღეს - საუზმე).
ფასში არ შედის:
დაზღვევა
ალკოჰოლური სასმელი
თხილამურები / სნოუბორდი
Ზვავისთვის განკუთვნილი პირველადი დახმარების ჩანთა
ბახმარო
From 6,090₾ Gel / person / person
Მოემზადე 8 დღიანი თავგადასავლისთვის ბახმაროს დათოვლილ მთებში სასრიალოდ!
ასევე ნახეთ
გასტრონომია
ღვინის სამოთხე - ასე ეძახიან კახეთის რეგიონს საქართველოში, სადაც ღვინის ისტორია იწყება.
სათავგადასავლო
თევზაობა დამამშვიდებელი და სასიამოვნო აქტივობაა, რომელიც აერთიანებს ბუნებასთან.