ვინტაჟური შოპინგის ტური

  • ლოკაცია: Tbilisi, Georgia
  • ენები: english
  • დეტალები: 1 hour / up to 1 people
ყველა ფოტო

თავგადასავლის შესახებ

ყოველდღიურ სამოსში განსაკუთრებული დეტალების შესატანად ვინტაჟური ტანსაცმელი იდეალური არჩევანია, თუ არ იცი სად ეძებო შენი გემოვნების შესაბამისი ნივთები, მაშინ Wepick-ის ახალი ვინტაჟური შოპინგის ტური აუცილებლად უნდა გამოცადო!

თბილისში მეორადი ტანსაცმლის ძალიან ბევრი მაღაზია არსებობს, რაც თავის მხრივ ძალიან კარგია, რადგან სასურველი ნივთის პოვნის შანსი მრავალფეროვნებაში დიდია, თუმცა დამოუკიდებლად იდეალური ტანსაცმლის პოვნას შეიძლება ხშირად დღეებიც კი დასჭირდეს, ჩვენი პერსონალური სტაილერი კი თავისი გამოცდილებით ზუსტად იმ ადგილებს გაჩვენებს, სადაც სასურველი სტილის სამოსს ბიუჯეტურ ფასად ნახავ.

წინასწარი ლუქბუქის შექმნით ისეთ აბრეშუმის, ტყავის, ქაშმირისა თუ სხვა ხარისხიანი მასალისგან დამზადებულ ტანსაცმელს იპოვი მინიმალურ დროში, მინიმალურ ფასად, რომელიც ქუჩაში შემთხვევით ვერ შეგხვდება.

გარდა ამისა, შოპინგისას ბევრი ემოციით დაღლილს ენერგია რომ არ მოგაკლდეს, ჩვენ არომატული ყავითაც გაგიმასპინძლდებით.
მოემზადე შენი კარადის განახლებისთვის და დაჯავშნე ვინტაჟური შოპინგის ტური Wepick-ზე

ვინტაჟური შოპინგის ტური

From 210 Gel / person / person

თუ არ იცი სად ეძებო შენი გემოვნების შესაბამისი ნივთები, მაშინ ვინტაჟური შოპინგის ტური აუცილებლად უნდა გამოცადო!

მოითხოვე ინდივიდუალური გამოცდილება

ასევე ნახეთ

8 hours / up to 1 people
From 580 Gel / person

ღვინის სამოთხე - ასე ეძახიან კახეთის რეგიონს საქართველოში, სადაც ღვინის ისტორია იწყება.

სათავგადასავლო

თევზაობა

3 days / up to 3 people
From 545 Gel / person

თევზაობა დამამშვიდებელი და სასიამოვნო აქტივობაა, რომელიც აერთიანებს ბუნებასთან.