წამოგვყევი სვანეთის დაუვიწყარ ლაშქრობაში

  • ლოკაცია: Tbilisi, Georgia
  • ენები: english
  • დეტალები: 6 day / up to 12 people
ყველა ფოტო

თავგადასავლის შესახებ

სვანეთი საქართველოს ერთ - ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილია. გეოგრაფიული და კულტურული მახასიათებლები მისი ინდივიდუალიზმის ნაწილია, რომელიც სვანეთში მოგზაურობას თითოეული ვიზიტორისთვის დაუვიწყარს ხდის.

სვანეთის 1 კვირიანი ტური მათთვისაა, ვისაც დაუვიწყარ ლაშქრობაში მონაწილეობა სურს - ეცერი, უშბის მყინვარი, შდუგრას ჩანჩქერი, ჟაბეში, იფრარი - ეს იმ სანახაობათა არასრული ჩამონათვალია, სადაც ჩვენი ადგილობრივი, სერტიფიცირებული IFMGA/GMGA ექსპერტი გიდი გაგიძღვებათ.



მარშრუტი


დღე 1.

დახვედრა აეროპორტში, ტრანსპორტირება და დარჩენა ქალაქში (თბილისი, ქუთაისი ან ბათუმი).


დღე 2.

გასვლა სოფელ ეცერში. ეს სოფელი პირველი ადგილია, სადაც ჩვენი საფეხმავლო ბილიკი იწყება.

დარჩენა ეცერში.


დღე 3.


ეცერი-მაზერი


სოფელ ეცერიდან ვიწყებთ ლაშქრობას სოფელ მაზერში, 14 კმ, 6-7 საათი, სიმაღლე +/-700მ, უმაღლესი წერტილი +/- 2400მ.


დარჩენა მაზერში.

დღე 4.


შდუგრას ჩანჩქერი/უშბის მყინვარი

შდუგრას ჩანჩქერი და მყინვარი მდებარეობს სოფელ მაზერის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, უშბის მთის ძირას, 18 კმ, 7-8 საათი, სიმაღლე +/-600 მ, უმაღლესი წერტილი +/- 2400 მ.


დარჩენა მაზერში.

დღე 5.


მაზერი-მესტია


მეხუთე დღეს გადავალთ მესტიაში გულის უღელტეხილზე. გული ძველი სოფელია, რომელიც თითქმის ერთი საუკუნის წინ დაინგრა. 19კმ, 9-10 საათი, სიმაღლე +/- 1300მ, უმაღლესი წერტილი +/- 3000მ.


დარჩენა მესტიაში.

დღე 6.


მესტია-ჟაბეში


ამ დღეს მესტიიდან სოფელ ჟაბეშში გადავალთ. 12კმ, 5-6 საათი, სიმაღლე +/-500მ, უმაღლესი წერტილი +/-2000მ.


დარჩენა ჟაბეშში.

დღე 7.


ჟაბეში-ადიში


ადიში არის სოფელი, სადაც ნამდვილად შეგიძლიათ იგრძნოთ ძველი სვანური ცხოვრების სტილი, არქიტექტურა და კულტურა. 14კმ, 6-7 საათი, სიმაღლე +/-700მ, უმაღლესი წერტილი +/- 2400მ.


დარჩენა ადიშში.

დღე 8.


ადიში-იფრარი


ეს დღე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დღეა სტუმრებისთვის. ხეობაში 5 კმ სიარულის შემდეგ, ადიშის მყინვარისკენ სავალ გზაზე, ცხენებით უნდა გადავკვეთოთ მდინარე "ადიშჭალა".


18კმ, 8-9 საათი, სიმაღლე +/-750მ, უმაღლესი წერტილი +/- 2800მ.
დარჩენა იფრარში.

დღე 9.


იფრარი-უშგული


ლაშქრობის ბოლო დღეს გადავალთ ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებულ სოფელში, უშგულში, რომელსაც „ევროპის სახურავს“ ეძახიან. 10კმ, 4-5 საათი, სიმაღლე +/- 250მ, უმაღლესი წერტილი 2200მ.


გადასვლა მესტიაში; ვახშამი.


დარჩენა მესტიაში.

დღე 10.


ამით ჩვენი მოგზაურობა დასასრულს უახლოვდება - გავდივართ აეროპორტში და დაუვიწყარი მოგონებებით ვუბრუნდებით ქალაქს.


წამოგვყევი სვანეთის დაუვიწყარ ლაშქრობაში

From 5,605 Gel / person / person

სვანეთის 1 კვირიანი ტური,  სერტიფიცირებულ ადგილობრივ გიდთან ერთად

 

მოითხოვე ინდივიდუალური გამოცდილება

ტური მოიცავს

აღჭურვილობა

სასმელი

საჭმელი

უსაფრთხოება

განხილვები

ასევე ნახეთ

8 hours / up to 1 people
From 580 Gel / person

ღვინის სამოთხე - ასე ეძახიან კახეთის რეგიონს საქართველოში, სადაც ღვინის ისტორია იწყება.

სათავგადასავლო

თევზაობა

3 days / up to 3 people
From 545 Gel / person

თევზაობა დამამშვიდებელი და სასიამოვნო აქტივობაა, რომელიც აერთიანებს ბუნებასთან.