თუ ექსტრემალურ თავგადასავალს ეძებ
- ლოკაცია: Tbilisi, Georgia
- ენები: english
- დეტალები: 6 day / up to 3 people
სვანური ლეგენდის მიხედვით, უშბა და თეთნულდი ძველად ადამიანებს ერქვათ, რომლებსაც ერთმანეთი შეუყვარდათ. ოჯახების წინააღმდეგობის გამო, მათ ერთად ყოფნა არ შეეძლოთ, ამიტომ მთებად გადაქცევა ინატრეს. გადმოცემის თანახმად, გარდაცვალების შემდეგ ისინი ერთმანეთის პირისპირ მდგარ მთებად გადაიქცნენ.
თუ ექსტრემალური თავგადასავალის ძიება თეთნულდისა და უშბას შთამბეჭდავი სანახაობების წიაღში გსურს, მაშინ გამოგვყევი, ეს გამოცდილება სწორედ შენთვისაა.
მარშრუტი
დღე 1. შეხვედრა აეროპორტში, ტრანსფერი და დარჩენა ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი).
დღე 2. ტრანსფერი მესტიაში, გამყოლი (სერთიფიცირებული IFMGA/GMGA გიდი), რომელიც შენს აღჭურვილობას შეამოწმებს; ვახშამი და დარჩენა სასტუმროში.
დღე 3. ტრანსფერი თეთნულდის მთის სათხილამურო კურორტზე. 3000 მეტრზე დავიწყებთ ლაშქრობას საბაზო ბანაკისკენ, რომელიც მყინვარის ტბის მახლობლად მდებარეობს.
დღე 4. ამ დღეს გავატარებთ აკლიმატიზაციასა და ვარჯიშში. გიდი გასწავლით საუკეთესო ტექნიკებს და აგიხსნით თეთნულდზე ასვლის თავისებურებებს; დარჩენა ბანაკში.
დღე 5. გაღვიძება - დილის 3 საათი. დღის განმავლობაში გასავლელი მანძილი - 9 კმ (7-8 საათი). მას შემდეგ, რაც კავკასიონის მწვერვალებით დავტკბებით, დავიწყებთ დაღმასვლას საბაზო ბანაკში იმავე მარშრუტით (4-5 საათი). არჩევანი 1 - დარჩენა ბანაკში; არჩევანი 2 - ტრანსფერი მესტიაში და დარჩენა სასტუმროში.
დღე 6. ტრანსფერი ქალაქში → დარჩენა სასტუმროში → ტრანსფერი აეროპორტში.
From 2,845₾ Gel / person / person
თუ ექსტრემალური თავგადასავალის ძიება თეთნულდისა და უშბას შთამბეჭდავი სანახაობების წიაღში გსურს, მაშინ გამოგვყევი!
გასტრონომია
ღვინის სამოთხე - ასე ეძახიან კახეთის რეგიონს საქართველოში, სადაც ღვინის ისტორია იწყება.
სათავგადასავლო
თევზაობა დამამშვიდებელი და სასიამოვნო აქტივობაა, რომელიც აერთიანებს ბუნებასთან.